Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო კონფერენცია - ემიგრაცია და ლიტერატურული დისკურსი

29-30 სექტემბერს თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ემიგრაცია და ლიტერატურული დისკურსი“. 

 

ღონისძიება ტარდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის გამარჯვებული პროექტის „ქართული ემიგრაციის ლიტერატურული მემკვიდრეობა ევროპაში: მსოფლმხედველობა და კულტურული იდენტობა (1920-1930-იანი წლები)“ (პროექტის შიფრი - FR-24-1867) ფარგლებში.

 

კონფერენციის ორგანიზატორია: თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი. თანაორგანიზატორები არიან: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაცია (GCLA). საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას ჰყავს 100-ზე მეტი ქართველი და უცხოელი მონაწილე.

 

კონფერენცია გაიხსნება 29 სექტემბერს, 10. 00 საათზე, თსუ I კორპუსის სააქტო დარბაზის ფოიეში.

 

დამატებითი ინფორმაცია იხ. კონფერენციის პროგრამაში.

თარიღი: 29/09/2025